მექსიკური ტაკო
ინგრედიენტები
მომზადების წესი
1. იხვევა სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თხელ ბლინებში. შეიძლება გამოყენებული იქნეს ასევე ხორბლის ფქვილისაგან მომზადებული მექსიკური ტორტია ან ქაბაბის გადასახვევი პური.
(მექსიკური ტორტია ესპანურში არ აგერიოთ, რადგან ეს უკანასკნელი ჩვეულებრივი ომლეტია კარტოფილ დამატებული)
2. ლობიო მოხარშეთ, ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ბლომად მცენარეულ ზეთში, დაამატეთ დაჭყლეტილი, მოხარშული ლობიო და კიდევ რამდენიმე წუთი თუშეთ, შეკმაზეთ მარილით და ცხარე წითელი წიწაკით) (შეგიძლიათ უბრალოდ ლობიანის გულსართი მოამზადოთ, ანუ ცხიმში აზელილი ლობია, მხოლოდ მარილით);
3. კიტრი და პომიდორი დაჭერით წვრილად, შეამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილები და ხახვი. შეგიძლიათ აურიოთ სიმინდის მარცვლებიც, ბარდაც და ა.შ.
4. ასევე გვჭირდება გუაკამოლე. გუამაკოლე უნდა ავურიოთ ამ ყველაფერში.
5. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ტაბასკო, ვორჩესტირსოუსი და ა.შ.
გაახურეთ პურები, იმხელა ტაფა გამოიყენეთ რომ პური კარგად ეტეოდეს ტაფის ძირზე. 1-2 წუთი გახურება დაბალ ცეცხლზე საკმარისია. თუ ბევრს აცხელებთ ერთდროულად, მაშინ სუფთა ჩაის ტილოში შეინახეთ უკვე გაცხელებულები.
აწყობა: პურზე რიგ-რიგობით დადევით წინასწარ მომზადებული ბოსტნეული და გადაახვიეთ.
მექსიკური ტორტია - 15 ცალი;
ლობიო - 500 გრ;
ხახვი - 2 თავი;
კიტრი, პამიდორი - ორ-ორი ცალი;
სხვა ბოსტნეული - თქვენი სურვილისამებრ;
ზეთი, მარილი, წიწაკა, პილპილი;
გუაკამოლე.
(შეიძლება ქათმის მოხარშული ან შემწვარი და დაჩილული ხორციც, გატარებული და შემწვარი საქონლის ხორცი და ა.შ. - არასამარხვო ვარიანტისთვის)
მომზადების დრო: დაახლოებით 1 საათი, თუ ლობიოსა და გუაკამოლეს მომზადებას გავითვალისწინებთ);
ისე 20 წუთი.
მომზადების წესი
1. იხვევა სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თხელ ბლინებში. შეიძლება გამოყენებული იქნეს ასევე ხორბლის ფქვილისაგან მომზადებული მექსიკური ტორტია ან ქაბაბის გადასახვევი პური.
(მექსიკური ტორტია ესპანურში არ აგერიოთ, რადგან ეს უკანასკნელი ჩვეულებრივი ომლეტია კარტოფილ დამატებული)
2. ლობიო მოხარშეთ, ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ბლომად მცენარეულ ზეთში, დაამატეთ დაჭყლეტილი, მოხარშული ლობიო და კიდევ რამდენიმე წუთი თუშეთ, შეკმაზეთ მარილით და ცხარე წითელი წიწაკით) (შეგიძლიათ უბრალოდ ლობიანის გულსართი მოამზადოთ, ანუ ცხიმში აზელილი ლობია, მხოლოდ მარილით);
3. კიტრი და პომიდორი დაჭერით წვრილად, შეამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილები და ხახვი. შეგიძლიათ აურიოთ სიმინდის მარცვლებიც, ბარდაც და ა.შ.
4. ასევე გვჭირდება გუაკამოლე. გუამაკოლე უნდა ავურიოთ ამ ყველაფერში.
5. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ტაბასკო, ვორჩესტირსოუსი და ა.შ.
გაახურეთ პურები, იმხელა ტაფა გამოიყენეთ რომ პური კარგად ეტეოდეს ტაფის ძირზე. 1-2 წუთი გახურება დაბალ ცეცხლზე საკმარისია. თუ ბევრს აცხელებთ ერთდროულად, მაშინ სუფთა ჩაის ტილოში შეინახეთ უკვე გაცხელებულები.
აწყობა: პურზე რიგ-რიგობით დადევით წინასწარ მომზადებული ბოსტნეული და გადაახვიეთ.
მექსიკელებს ძალიან უყვართ სიმინდის ტორტიაში გახვეული, რომელიც ასე გამოიყურება:
No comments:
Post a Comment